კვანტური ლაბორატორიის გახსნა კავკასიის უნივერსიტეტში

11 იანვარი

27 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტში, კვანტური ლაბორატორია გაიხსნა.

 

დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართა: კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ, ტექნოლოგიების სკოლის დეკანმა შოთა ნიჟარაძემ, კავკასიის კიბერუსაფრთხოების ცენტრის ხელმძღვანელმა მაქსიმ იავიჩმა და პროფესორმა გიორგი ახალაიამ.

 

ლაბორატორია აღჭურვილია ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით, რაც საფუძველს ჩაუყრის საქართველოში კვანტური ტექნოლოგიისა და კრიპტოგრაფიული უსაფრთხოების მიმართულებით საქმიანობის განვითარებას.  ლაბორატორიის კვლევითი ბაზა მოიცავს:

 

  • სამეცნიერო და სამრეწველო დანიშნულებისთვის, USB კვანტური შემთხვევითი რიცხვების გენერატორებსა (QRNG) და პორტატულ კვანტურ მოწყობილობებს;
  • QRNG PCIe ბარათებს;
  • გვერდითი არხების თავდასხმების (Side - channel attacks) ანალიზისთვის, სპეციალიზირებულ სერვერებსა და სატესტო მოწყობილობებს;
  • ChipWhisperer პლატფორმებს ჩაშენებული სისტემების უსაფრთხოებისა და პოსტ - კვანტური კრიპტოგრაფიის კვლევისათვის.

 

ლაბორატორიის გაოხსნა Erasmus+ Secure და NATO პროგრამის „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ (SPS) ფინანსური მხარდაჭერითა და თანამშრომლობით.