კავკასიის უნივერსიტეტი, პროგრამირების ქართულენოვანი კოდირების შემქმნელ - პაპუნა გაგნიძესთან თანამშრომლობით, იწყებს ახალ საპილოტე პროექტს, რომლის მიზანიცაა სკოლის მოსწავლეებისთვის პროგრამირების საწყისი საბაზისო ცოდნის მიცემა და მოზარდებში კომპიუტერული მეცნიერების მიმართ ინტერესის გაზრდა.
საპილოტე სასწავლო პროგრამაში სხვადასხვა ტექნოლოგიებთან ერთად გამოყენებულ იქნება ქართული პროგრამირების ენაც, რაც შესაძლებელს გახდის მოზარდებმა პროგრამირება სწრაფად და მარტივად აითვისონ.
სასწავლო პროგრამა, რომელიც დაიწყება მ.წ. შემოდგომაზე, გათვლილია 8-10 კლასის მოსწავლეებისათვის. სასწავლო კურსის დაწყების ზუსტი თარიღი სექტემბრის დასაწყისში იქნება ცნობილი.