"Huawei-"ის წარმომადგენლები კავკასიის ტექნოლოგიების სკოლაში

11 იანვარი

კავკასიის ტექნოლოგიების სკოლას მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი სატელეკომუნაკაციო კომპანიის "Huawei-"ის წარმომადგენლები ეწვივნენ.

 

კომპანიის პროდუქციას მსოფლიოში წამყვანი მობილური ოპერატორები იყენებენ, მათ შორის ქართული კავშირგაბმულობის კომპანიებიც.


"Huawei"-ის წარმომადგენლებმა ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტებს ქსელური მოწყობილობების პროტოტიპები და კავშირის სრულიად ახალი "ღრუბლის" სტილის საშუალებები წარუდგინეს. სტუდენტებთან შეხვედრისას წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ კომპანიას გააჩნია სწავლების ცენტრები მსოფლიოს 20 ქვეყანაში და ისინი მზად არიან ითანამშრომლონ ქართველ სტუდენტებთან.