ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამას აკრედიატაცია მიენიჭა

13 იანვარი 2022

12 იანვარს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლისა და TH Wildau-ის ერთობლივ  ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის  ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამას  აკრედიტაცია 4 წლის ვადით მიენიჭა.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა პირველი და ერთადერთია კავკასიის რეგიონში, რომელიც ციფრული ლოგისტიკის მიმართულებით ხორციელდება სამაგისტრო საფეხურზე და გასცემს ორი უნივერსიტეტის ერთობლივ დიპლომს.

 

პროგრამას აფინანსებს გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD). პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტს ენიჭება საინჟინრო ლოგისტიკის მაგისტრის ხარისხი.

 

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.