ყაზახეთის რესპუბლიკის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სამინისტროს წარმომადგენლების ვიზიტი

13 სექტემბერი 2023

ყაზახეთის რესპუბლიკის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სამინისტროს საინფორმაციო და გამოთვლითი ტექნოლოგიების ინსტიტუტის წარმომადგენლები, კაპალოვა ნურსულუ - ინფორმაციული უსაფრთხოების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ალღაზი კუნბოლატი (მკვლევარი) და საკამ კაირატი (მკვლევარი) კავკასიის უნივერსიტეტს ესტუმრნენ.

 

ვიზიტის ფარგლებში, ინფორმაციული ტექნოლოგიების ინსტიტუტის წევრები შეხვდნენ კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის დეკანს შოთა ნიჟარაძეს და კავკასიის უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების ცენტრის დირექტორს მაქსიმ იავიჩს.

 

სტუმრებმა დაათვალიერეს კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსი და ინფრასტრუქტურა, განიხილეს მომავალი ერთობლივი პროექტებისა და ურთიერთთანამშრომლობის საკითხები.