14 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში, CU-ის, სამეცნიერო კიბერ-უსაფრთხოების ასოციაციისა და Women In Tech-ის ერთობლივი პროფესიული განათლების პროგრამა - Entry Level Penetration Testing - დაიწყო.
პროგრამის გახსნას ესწრებოდნენ სამეცნიერო კიბერ-უსაფრთხოების ასოციაციის დამფუძნებელი, კავკასიის კიბერ უსაფრთხოების ცენტრის დირექტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი მაქსიმ იავიჩი და Women In Tech-ის ელჩი საქართველოში - ნინო ლორთქიფანიძე.
კურსის შემქმნელები დიდ იმედს ამყარებენ აღნიშნულ პროგრამაზე. ასევე, უკვე მუშაობენ შემდგომ პროგრამებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ტექნოლოგიების, კერძოდ კიბერ-უსაფრთხოების სფეროში, უფრო მეტი ქალის მოზიდვას.