პროგრამის მიმოხილვა

კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის სამაგისტრო პროგრამა ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტში გაძლევთ უნიკალურ შანსს დაწინაურდეთ წამყვან პოზიციებზე IT სფეროში.

რატომ ჩვენი სამაგისტრო პროგრამა?

თანამედროვე პროგრამა: პროგრამის კურსდამთავრებული იქნება თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი მაღალი დონის სპეციალისტი ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტში, ინფორმაციული ტექნოლოგიების ღრმა ცოდნითა და ბიზნესის გარემოს კარგი ანალიზის, ინოვაციური მეთოდებით მართვის და პრობლემების ანალიტიკურად გადაჭრის უნარით. პროგრამის შემუშავებისას გათვალისწინებულია პარტნიორი უცხოური უნივერსიტეტების დარგის წამყვანი სპეციალისტებისა და პროფესორების რეკომენდაციები.

ტექნიკური და მენეჯერული ცოდნისა და უნარ-ჩვევების კომბინაცია: პროგრამაში აქცენტი გაკეთებულია ტექნიკური ცოდნისა და უნარების განვითარებაზე, მაგრამ ამავე დროს პროგრამა იძლევა საკმაოდ მაღალი დონის ცოდნას ბიზნესის მუშაობის პრინციპებზე. დღეს, გლობალური კონკურენციის ხანაში ორგანიზაციებს სჭირდებათ სწორედ ისეთი ადამიანები, რომელთაც გააჩნიათ კომპლექსური ცოდნა. განსაკუთრებით დიდია მოთხოვნა ადამიანებზე, რომელთაც აქვთ ბიზნესისა და ტექნოლოგიების კომბინირებული ცოდნა: ღრმა ტექნიკური ცოდნა და ბიზნესის სტრატეგიის კარგი ანალიზის უნარი.

მოქნილი სტრუქტურა: თითოეული საგანი ისწავლება კვირაში ერთხელ, საღამოს საათებში, რაც საშუალებას აძლევს დასაქმებულ ადამიანებს დაესწრონ ლექციებს სამუშაო საათების შემდეგ. სტუდენტებს შეუძლიათ აირჩიონ სემესტრში მინიმუმ ორი საგანი.

პროგრამის სწავლების ენა არის ინგლისური.