საჯარო ლექცია ავიაციის როლი ტურიზმის ინდუსტრიაში

22 მარტი 2023

22 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში, ტურიზმის სკოლის სტუდენტებისთვის, ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე - ავიაციის როლი ტურიზმის ინდუსტრიაში.

 

ლექციას უძღვებოდა "ასოციაცია  ავია-კომუნიკატორის" პრეზიდენტი და "საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის" დამფუძნებელი - თამუნა თანდაშვილი (MBA: Aviation).

 

დისკუსიის ფარგლებში, საუბარი იყო ისეთ თემებზე, როგორიცაა: ავიაცია და მისი როლი ტურიზმში; ავიაცია გლობალურ და ლოკალურ ჭრილში; მსოფლიო და საქართველოს საავიაციო ბაზარი; ქართული ავიაკომპანიების საჭიროება; პანდემიის გავლენა ავია-ინდუსტრიაზე;უკრაინის ომი; თანამედროვე ტენდენციები დიგიტალიზაცია ავიაციაში; გლობალური ელექტრონული სისტემები და ა.შ.

 

შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ ტურიზმის სკოლის მოწვეული ლექტორები ნიკოლოზ სირაძე და ერეკლე მეფისაშვილი.