პროფესორი რობერტ გუდვინი III კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ-ვესტმინსტერის კოლეჯის გამორჩეული ელჩების სასწავლო პროგრამის გეგმას ამტკიცებს

20 თებერვალი 2018

PRESS RELEASE: For Immediate Release                                                                                     20 February 2018

 

პროფესორი რობერტ გუდვინი III კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ-ვესტმინსტერის კოლეჯის გამორჩეული ელჩების სასწავლო პროგრამის გეგმას ამტკიცებს

 

თბილისი, საქართველო. კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის აპარატმა განაცხადა, რომ პროფესორი რობერტ გუდვინი III, კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ-ვესტმინსტერის კოლეჯის დეკანმა დაამტკიცა გამორჩეული ელჩების სასწავლო პროგრამა.

 

გამორჩეული ელჩების პროგრამა წარმოადგენს სწავლების მოწინავე სადოქტორო კურსს, რომელიც განკუთვნილია მაღალი დონის პოლიტიკურ ლიდერებსა და მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლებისთვის. ინოვაციური და ინტერაქტიული პროგრამა თავისი გამორჩეული მსოფლიო დონის გეგმით უზრუნველყოფს უნიკალურ შესაძლებლობას არჩეული და დანიშნული პოლიტიკურიმოღვაწეებისთვის, აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელებისთვის და საერთაშორისო დიპლომატებისთვის, მიიღონ ტექნიკური ცოდნა და განაახლონ თავიანთი დიპლომატიური ლიდერობის უნარები, მმართველობის გამჭრიახობა გლობალური პოლიტიკურ ასპარეზზე.

 

პროგრამის  კურსი გამომწვევია და დააჯილდოვებს გამოცდილ პოლიტიკოსებსა და დიპლომატიურ ხელმძღვანელებს ეთიკური ლიდერობის გამორჩეული გამოცდილებით. პროგრამა შედგება დიპლომატიური ხელმძღვანელობის 12 მოდულისგან და თანმიმდევრული სწავლების 39 ქვემოდულისგან, რომლებიც შეივსება მოქმედ და გადამდგარ ელჩებთან, მინისტრთა კაბინეტების წევრებთან და სახელმწიფოების მეთაურებთან უშუალო ურთიერთობით.