პროფესორი დევიდ შიმპი დაინიშნა კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ-ვესტმინსტერის კოლეჯის დეკანის მოადგილედ

2 ნოემბერი 2017

PRESS RELEASE: For Immediate Release                                                                                    2 November 2017

 

პროფესორი დევიდ შიმპი დაინიშნა კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ-ვესტმინსტერის კოლეჯის დეკანის მოადგილედ

 

თბილისი, საქართველო. კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის აპარატმა განაცხადა, რომ პროფესორ დევიდ შიმპი დღეს ოფიციალურად დაინიშნა კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ-ვესტმინსტერის კოლეჯის დეკანის მოადგილედ და ამავდროულად კავკასიის უნივერსიტეტის დირექტორთა საბჭოს წევრად.

 

პროფესორი დევიდ შიმპი  2011-2017 წლებში მსახურობდა კანადის ნიუ-ვესტმინსტერის კოლეჯის მმართველთა საბჭოს ვიცე-თავმჯდომარის მოადგილედ, ხოლო მოკლე პერიოდის განმავლობაში კოლეჯის პრეზიდენტის თანამდებობა ეჭირა, სანამ კოლეჯი 2017 წლის 1 ნოემბერს კავკასიის უნივერსიტეტის დამფუძნებელ კოლეჯად იქცეოდა. ის ასევე არის უნივერსიტეტების პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის საკონსულტაციო საბჭოს წევრი.

 

პროფესორი შიმპი იკავებდა ფილოსოფიის პროფესორის თანამდებობას სოფიას და კავკასიის უნივერსიტეტებში და იყო ალასკის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების დამხმარე პროფესორი. პროფესორმა შიმპმა მოიპოვა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი ბულგარეთის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს მიერ სოფიის წმ. კლიმენტ ორქიდელის ინივერსიტეტში. მან ასევე მოიპოვა მეცნიერების მაგისტრის ხარისხი ინფორმაციული სისტემების მენეჯმენტის სფეროში შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო  სკოლაში და მეცნიერების ბაკალავრის დიპლომი შეერთებული შტატების საზღვაო აკადემიაში, (ანაპოლისში, მერილენდი). ის არის კავკასიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი.

 

პროფესორი შიმპი სერთიფიცირებული იყო შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს მიერ, როგორც საგარეო საქმეთა ოფიცერი და 2010 წლიდან მსახურობდა საქართველოს საპატიო კონსულის თანამდებობაზე. იგი  მსახურობდა სამხრეთ კაროლინას შტატის გუბერნატორის მრჩევლად, საზღვაო უსაფრთხოების კომისიის თავმჯდომარედ, შეერთებული შტატების საზღვაო ძალების ლიგის შავი ზღვის საბჭოს საპატიო პრეზიდენტად. მან თავისი საზღვაო ოფიცრის კარიერა 1976 წელს დაიწყო შეერთებული შტატების საზღვაო ძალებში და 2001 წელს გადადგა კაპიტნის თანამდებობიდან. ამის შემდეგ იგი 2005 წელს დაინიშნა ფედერალურად აღიარებული სამხრეთ კაროლინას საზღვაო ლაშქრის მეთაურად, ხოლო 2009 წელს პენსიაზე გავიდა  კონტრ-ადმირალის წოდებაში. მისი ხელმძღვანელობის გამოცდილება შეერთებული შტატების საზღვაო ძალებში შეიცავს აშშ-ს საზღვაო უსაფრთხოების ჯგუფის  დირექტორობას (ატლანტიკა), კრიპტოლოგიის დირექტორობას და აშშ-ს ატლანტიკური ფლოტის საინფორმაციო ოპერაციების დირექტორობას. ის არის საპატიო ლეგიონის კავალერი, თავდაცვის სფეროში დამსახურებისთვის მედლის და  ქალაქ ლონდონის თავისუფლების მედლების კავალერი.