პროფესორი რობერტ გუდვინ III დაინიშნა კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ-ვესტმინსტერის კოლეჯის დეკანად

2 ნოემბერი 2017

PRESS RELEASE: For Immediate Release                                                                                    2 November 2017

 

პროფესორი რობერტ გუდვინ III დაინიშნა კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ-ვესტმინსტერის კოლეჯის დეკანად

 

თბილისი, საქართველო. კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის აპარატმა განაცხადა, რომ პროფესორი რობერტ გუდვინი III დღეს ოფიციალურად დაინიშნა კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ-ვესტმინსტერის კოლეჯის დეკანად და ამავდროულად კავკასიის უნივერსიტეტის დირექტორთა საბჭოს წევრად.

 

პროფესორი რობერტ გუდვინ III 2011-2017 წლებში, იკავებდა კანადის ნიუ-ვესტმინსტერის კოლეჯის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას, ვიდრე ის 2017 წლის 1 ნოემბერს კავკასიის უნივერსიტეტის დამფუძნებელ კოლეჯად იქცა. 2015-2017 წლებში იგი მსახურობდა უნივერსიტეტების პრეზიდენტთა საერთაშორისო ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს წევრად  და 2017 წელს კვლავ დაინიშნა სამწლიანი ვადით.

 

2010 წელს პროფესორი გუდვინი დაინიშნა კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სრულ პროფესორად. ასევე 2010 წელს მან მიიღო კავკასიის უნივერსიტეტის ფილოსოფიის საპატიო დოქტორის წოდება ბიზნესის ადმინისტრირებაში. 1984 წელს მან მოიპოვა საჯარო ადმინისტრირების მაგისტრის (MPA) ხარისხი ადმინისტრაციული ორგანიზებისა და მართვის სფეროში გოლდენ გეით უნივერსიტეტში, ხოლო 1982 წელს ეროვნული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი (BBA) ხარისხი. პროფესორი გუდვინი მთელი ცხოვრება სწავლობს, მან დაამთავრა უმაღლესი რანგის ლიდერობის საგანმანათლებლო პროგრამები ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში, იელის მენეჯმენტის სკოლაში, ვანდერბილტის უნივერსიტეტში, კალიფორნიის უნივერსიტეტში ლოს-ანჯელესში და ტეხასის უნივერსიტეტში ოსტინში.

 

2001 წელს პროფესორი გუდვინი თანამდებობიდან გადადგა და გავიდა პენსიაზე, გენერალ-მაიორის  რანგში. იმ პერიოდში ის მსახურობდა ერთობლივი სერვისების რაზმსა და სამხრეთ კაროლინის სამხედრო დეპარტემენტის გენერალ-ადიუტანტის კანცელარიაში. ამის შემდეგ ის მსახურობდა სამხრეთ კაროლინის გუბერნატორის, და რიგ სხვა საკონსულტაციო თანამდებობებზე. მან გაიარა სამხედრო პროფესიული განათლების ამაღლების კურსები თავდაცვის ეროვნულ უნივერსიტეტში, არმიის სამხედრო კოლეჯში, არმიის მართვის სამხედრო კოლეჯში, საზღვაო ქვეითთა სასარდლო-საშტაბო  კოლეჯში, Inter-American Defence College-ში და გაეროს ინსტიტუტში.