პროფესორი პიტერ ჯეიმს მერფი დაინიშნა კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ – ვესტმინსტერის კოლეჯის საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორად

22 მარტი 2018

PRESS RELEASE: For Immediate Release                                                                                19 March 2018

 

Professor Peter James Murphy Appointed Director of Public Relations of the New Westminster College of Caucasus University

 

თბილისი, საქართველო. კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის აპარატმა განაცხადა, რომ პროფესორი პიტერ ჯეიმს მერფი დღეს ოფიციალურად დაინიშნა კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ – ვესტმინსტერის კოლეჯის საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორად და ამავდროულად საზოგადოებასთან ურთიერთობის პროფესორად.

 

პროფესორი პიტერ ჯეიმს მერფი არის კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ – ვესტმინსტერის კოლეჯის საზოგადოებასთან ურთიერთობის პროფესორი და დამსახურებული მეცნიერ-თანამშრომელი. იგი ადრე მსახურობდა ნიუ – ვესტმინსტერის კოლეჯის მმართველთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარის მოადგილედ 2013-2017 წლებში, სანამ 2017 წლის 1 ნოემბერს ნიუ-ვესტმნსტერის კოლეჯი კავკასიის უნივერსიტეტის კოლეჯად ჩამოყალბდა.

 

პროფესორმა მერფიმ მიიღო ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხი დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტში და ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი ტორონტოს უნივერსიტეტში Rotman Business School-ში. იგი იყო ლექტორი Ogelthorpe უნივერსიტეტში და Goizueta ბიზნესის სკოლში (ემორის უნივერსიტეტში) და არის ტორონტოს უნივერსიტეტის Rotman ბიზნეს სკოლის კურსდამთავრებულთა საბჭოს წევრი.

 

პროფესორ მერფის ეთიკური ლიდერობის შესანიშნავი გამოცდილება აქვს. კანადის სათრასტო კომპანიის მმართველი ორგანოს პრეზიდენტის მიერ მას დავალებული ჰქონდა გაეანალიზებინა კანადაში მოქმედი სხვადასხვა სათრასტო კომპანიებს შორის არსებული საერთო ნიშნები და განსხვავებები.  ასევე  კანადის თრასტის პრეზიდენტმა  დაავალა მას კანადის თრასტის შიდა მოღვაწეობის ანალიზის ჯგუფის ხელმძღვანელობა. მისი კონკურენტული მარკეტინგის განვითარების რეკომენდაციებმა ხელძღვანელობის მოწონება დაიმსახურა, რამაც ხელი შეუწყო კანადა ტრასტის ტორონტოს დომინიონ ბანკის მიერ შეძენას. მან წარმატებით ჩაატარა მოლაპარაკება ინდოეთში Hearth Inn and Suites- ის ძირითადი სალიცენზიო უფლებების გაყიდვაზე და  ხელი შეუწყო საბოლოო მოლაპარაკებებს ჩინეთში Countri Hearth Inn and Suites– ის შეერთებულ შტატებში დაფუძნებულ სათაო კომპანიაში საერთო ქონების ინვესტირებას.

 

 პროფესორი მერფი, სხვა წამყვან ხელმძღვანელებთან ერთად, დაინიშნა  მრავალრიცხოვან  კერძო დირექტორთა საბჭოებში, როგორც წარმოების სექტორში, ასევე ფინანსური მომსახურების სფეროში. იგი ცოტა ხნის წინ იკავებდა ჯორჯიას შტატის ვაჭრობის ელჩის თანამდებობას ონტარიოს პროვინციაში, სადაც დაინიშნა ონტარიოს ეკონომიკური ვაჭრობისა და განვითარების მინისტრის ინიციატივით.

 

”პროფესორი მერფი არის გამოცდილი საზოგაზდოებასთან ურთიერთობის პროფესიონალი, პატივსაცემი საერთაშორისო რეპუტაციით”, - თქვა პროფესორმა რობერტ გუდვინ III-მ, კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ-ვესტმინსტერის კოლეჯის დეკანმა. ”პიტერი ასახავს კორპორატიულ ეთიკასა და პროფესიონალიზმს, ხოლო მისმა ხელმძღვანელობისა და სამეწარმეო გამოცდილებამ კარგად მოამზადა იგი ჩვენი კოლეჯის, უნივერსიტეტის, სტუდენტების, ფაკულტეტებისა და სტიპენდიანტების წარმოსჩენად”.

 

”კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ – ვესტმინსტერის კოლეჯი არის ბევრად მეტი, ვიდრე მხოლოდ უმაღლესი განათლების აკადემიური დაწესებულება,” - თქვა პროფესორმა პიტერ მერფიმ. „ჩვენ ვართ პროფესიონალი კოლეგებისა და პროფესორების გლობალური საზოგადოება, რომლებიც გავერთიანდით, რათა ვუზრუნველყონ მსოფლიო დონის საგანმანათლებლო პროგრამები მრავალფეროვანი სტუდენტური საზოგადოებისთვის. მე ნამდვილად მაქვს დიდი პატივი მივიღო მოწვევა პრეზიდენტ კახა შენგელიასა და დეკან რობერტ გუდვინ III- სგან საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორის თანამდებობაზე”.