პროფესორი დოქტორ ვასილ სიხარულიძე დაინიშნა კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ-ვესტმინსტერის კოლეჯის დიპლომატიის პროგრამების დირექტორად

22 მარტი 2018

PRESS RELEASE: For Immediate Release                                                                                  19 March 2018

 

Professor Dr. Vasil Sikharulidze Appointed Director of Diplomacy Programs of the New Westminster College of Caucasus University

 

თბილისი, საქართველო. კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის აპარატმა განაცხადა, რომ პროფესორი დოქტორ ვასილ სიხარულიძე დღეს ოფიციალურად დაინიშნა კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ-ვესტმინსტერის კოლეჯის დიპლომატიის პროგრამების დირექტორად და ამავდროულად  დიპლომატიის პროფესორად.

 

პროფესორი სიხარულიძე არის გამორჩეული დიპლომატი,  ექიმი  ფსიქიატრი. იგი არის საქართველოს ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარე და  2009-2010 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკური სპეციალური მრჩეველი. მას ასევე ეჭირა თავდაცვის მინისტრის თანამდებობა 2008-2009 წლებში და შეერთებული შტატებში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს ელჩის თანამდებობა 2005-2009 წლებში.

 

პროფესორმა სიხარულიძემ 1993 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი და მიიღო დოქტორის ხარისხი ფსიქიატრიაში. 1993-1995 წლებში მუშაობდა სპეციალობის მიხედვთ ფსიქიარიის ინსტიტუტში. 2011 წელს მან დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტის ჯონ კ. კენედის სახელობის სამთავრობო სკოლა სახელმწიფო ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხით, და 2018 წელს მიიღო შეთავაზება და დაინიშნა პროფესორად კავკასიის უნივერსიტეტში, სადაც ის  ლექციებს კითხულობდა  2013-2016 წლებში. ის ასევე ლექციებს კითხულობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში და იყო ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მოწვეული მეცნიერი.

 

პროფესორი სიხარულიძე ფლობს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის წოდებას და სახელმწიფო სამსახურის ფაქტობრივი მრჩეველის ხარისხს. მან 2001-2003 წლებში მიენიწა ნატოს სტიპენდია, 2018 წელს დაინიშნა კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ-ვესტმინსტერის კოლეჯის დამსახურებული მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე. ის არის საქართველოს ატლანტიკური საბჭოს პუბლიკაციების უსაფრთხოების მიმოხილვის თანაავტორი. პროფესორ სიხარულიძეს მიღებული აქვს  მრავალი ჯილდო და დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის ორდენით  საქართველოს ღირსეული სამსახურისთვის. ის საუბრობს ქართულ, ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებზე.

 

”პროფესორ ვასილ სიხარულიძეს აქვს დიდი დიპლომატიური  გამოცდილება, და ღირებული ცოდნა დიპლომატიის დარგში”, - თქვა პროფესორმა რობერტ გუდვინ III-მა, კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ-ვესტმინსტერის კოლეჯის დეკანმა. ”მისი პროფესიული და აკადემიური მიღწევები წარმოადგენს სრულყოფილებისადმი სწრაფვას და ხაზს უსვამს ეთიკური ლიდერობის მნიშვნელობას, რომელიც არის ინსპირაციული და უანგარო. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, რომ პროფესორი სიხარულიძე შემოგვიერთდება ჩვენს დიპლომატიის პროგრამების დირექტორად და მე მოუთმენლად ველი მასთან თანამშრომლობას მომავალშიც”.

 

”მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ კახა შენგელიასა და დეკან რობერტ გუდვინ III- ს კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ-ვესტმინსტერის კოლეჯის ფაკულტეტსა და პერსონალთან  შემოერთების მოწვევისთვის.” - თქვა პროფესორმა ვასილ სიხარულიძემ. „მოუთმენლად ველი დიპლომატიის პროგრამების დირექტორობას და დიპლომატიის პროფესორის წოდების მიღებას. აღფრთოვანებული ვარ ჩემს კოლეგებთან და სტუდენტებთან სამომავლო თანამშრომლობით დიპლომატიასა და მმართველობაში მსოფლიო დონის პროგრამების რეალიზაციაში”.