შეიქმნა კავკასიის უნივერსიტეტის ნიე- ვესტმინსტერის კოლეჯი

1 ნოემბერი 2017

PRESS RELEASE: For Immediate Release                                                                                   1 November 2017

 

შეიქმნა კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ-ვესტმინსტერის კოლეჯი

 

თბილისი, საქართველო. კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის აპარატმა განაცხადა, რომ დღეს კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ- ვესტმინსტერის კოლეჯი ოფიციალურად დაარსდა.

 

კავკასიის უნივერსიტეტის წესდების 41-ე მუხლის საფუძველზე, 07-01-11 ბრძანება ოფიციალურად გაფორმდა თბილისში, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის, დოქტორ კახა შენგელიას მიერ, 2017 წლის 1 ნოემბერს, დაარსდეს ნიუ-ვესტმინსტერის კოლეჯი კავკასიის უნივერსიტეტში და დაემატოს კავკასიის უნივერსიტეტის არსებულ სკოლებს.

 

ნიუ – ვესტმინსტერის კოლეჯი თავდაპირველად დაარსდა პროფესორ რობერტ გუდვინ III– ს მიერ 2011 წლის 18 აგვისტოს, ვანკუვერში, ბრიტანეთის კოლუმბიაში, კანადისა და ბრიტანული კოლუმბიის პროვინციის კანონების შესაბამისად. კავკასიის უნივერსიტეტისა და ნიუ-ვესტმინსტერის კოლეჯის პრეზიდენტებმა და დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს დაეასრებინათ კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ – ვესტმინსტერის კოლეჯი, უმაღლესი განათლების სპეციალისტებთან და თითოეული ინსტიტუტის თანამშრომლებთან კონსულტაციების შემდეგ. 

 

”ნიუ – ვესტმინსტერის კოლეჯს აქვს 66 ქვეყნის გამორჩეული ლიდერების გლობალური ქსელი, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ხედვას და შემოგვიერთდნენ ჩვენი კოლეჯის წინსვლისთვის. ”ჩვენი თანამოაზროვნეების სია მოიცავს მსოფლიოს ლიდერებს (პრეზიდენტები და პრემიერ მინისტრები), ქვეყნის მეთაურებს, კაბინეტის მინისტრებს, 100 ქირურგსა და მედიკოსს, 45 ელჩს, 100 გენერალსა და ადმირალს, ფრანგ და ნასას ასტრონავტებს, მსოფლიოში ცნობილ მეცნიერებსა და პროფესორებს, სენატორებს, პარლამენტისა და კონგრესის წევრებს, კორპორაციების აღმასრულებელ დირექტორებსა და სხვა წარმატებულ პროფესიონალებს. ”

 

”კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ – ვესტმინსტერის კოლეჯის დაარსება საინტერესო თავია კავკასიის უნივერსიტეტის ისტორიაში და შემდგომ განვითარებაში,” - თქვა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, პროფესორმა, დოქტორმა, კახა შენგელიამ. ”მკაცრი სასწავლო გეგმა და საგანმანათლებლო პროგრამები კიბერუსაფრთხოების, ეთიკური ლიდერობისა და დიპლომატიის საკითხებში, რომლებსაც ნიუ-ვესტმინსტერის კოლეჯი უზრუნველყოფს, ჩვენ სტუდენტების პროფესიული უნარ-ჩვევებითა და პრაქტიკული სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო გამოცდილებით აღჭურვავს, რაც შეესაბამება გლობალური დამსაქმებლების მოთხოვნებს.”

 

კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ–ვესტმინსტერის კოლეჯს თავისი ოფისები და საკლასო ოთახები ექნება თბილისში, კავკასიის უნივერსიტეტის ახალ კამპუსში.