ბიზნეს სკოლის სტუდენტთა ციფრული მეწარმეობა

ბიზნეს სკოლის სტუდენტთა ციფრული მეწარმეობა: კონცეფცია, გამოყენება და მომავალი კვლევის დღის წესრიგი

 

2020 და 2021 წლებში Covid-19_ის ტალღებმა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ტექნოლოგიური ცვლილებების ტემპის ზრდა გამოიწვია და სხვადასხვა გამოწვევის გადასაჭრელად ციფრული მეწარმეობის გაღვივებას უბიძგა. თანამედროვე სამყაროში, საგანმანათლებლო ინსტიტუციებმა სტუდენტები სამუშაო ბაზრისთვის მოსამზადებლად უნდა უზრუნველყონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნით. თუმცა, ამ ეტაპზე კვლევა, თუ რამდენად არის მზად ბიზნეს სკოლის სტუდენტი ან კურსდამთავრებული შეძენილი ცოდნით არსებული პირობებიდან გამომდინარე ჩაერთოს ციფრულ ბიზნესში, საკმაოდ შეზღუდულია. ასევე, შეზღუდულია ცოდნა იმის შესახებ, თუ რამდენად წარმატებულია სტუდენტთა ან ახალ კურსდამთავრებულთა ჩართულობა ციფრულ მეწარმეობაში და რამდენად შეუწყო ამ პროცესებს ბიზნეს განათლების მიმწოდებელმა უნივერსიტეტებმა და სახელმწიფო თუ კერძო სექტორებმა. ბიზნეს განათლების მქონე სტუდენტთა ჩართულობა ციფრულ სამეწარმეო აქტივობებში კოვიდ-19_ის ეფექტების გათვალისწინებით არ არის მაღალი, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს ფინანსური წიგნიერებისა და კაპიტალისა და ბიზნეს მენეჯმენტის არაეფექტური ურთიერთკავშირით. კვლევითი პროექტის მიზანია დადგენა, თუ როგორ შეიძლება გაიზარდოს ციფრულ მეწარმეთა მაჩვენებელი Covid-19 პანდემიის დროს? ასევე, დადგენა, თუ როგორ მოქმედებს საქართველოს უნივერსიტეტების მიერ მიწოდებული განათლება და საჯარო თუ კერძო უწყების სერვისები ციფრული მეწარმეობის განვითარებაზე.

 

პროექტის ხელმძღვანელი ალექსანდრე მიქელაძე, კვლევა დაფინანსებულია კავკასიის უნივერსიტეტის კვლევის შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსების კონკურსის ფარგლებში.