შეხვედრა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ორგანიზაციის (COST) ეროვნულ კოორდინატორთან საქართველოში

10 ივლისი 2024

9 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტის ორგანიზებით, აკადემიური პერსონალი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ორგანიზაციის -  COST-ის  ეროვნულ კოორდინატორს საქართველოში, ნათია გაბიტაშვილს შეხვდა.

 

2022 წლიდან საქართველო მეცნიერებისა და ტექნოლოგიებში თანამშრომლობის ევროპული ასოციაციის - COST-ის სრულუფლებიანი წევრია. აღნიშნული ორგანიზაცია COST Actions (აქციების) მეშვეობით მხარს უჭერს მკვლევრებს შორის საერთო ინტერესის სამეცნიერო-კვლევით თემებზე საერთაშორისო კოლაბორაციული კავშირების გაძლიერებასა და გაფართოებას - კვლევითი ქსელების ფორმირების გზით.

 

შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია COST - ის ფარგლებში არსებული შესაძლებლობების, მისი განხორციელების მექანიზმების, მიმდინარე COST Actions (აქციების) და 2024 წლის მაისში დამტკიცებული COST-ის  ახალი აქციების  შესახებ. შეხვედრის მიმდინარეობისას მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია, პრაქტიკული რჩევები და რეკომენდაციები COST – ის უკვე არსებულ კვლევით ქსელებში გაწევრიანების,  ახალი ქსელის შექმნის, განაცხადის შემუშავების, შეფასების პროცედურებისა და კრიტერიუმების, კონკრეტული აქციების ფარგლებში მმართველი კომიტეტის წევრობის/სამუშაო ჯგუფებში გაწევრიანების შესახებ.