სატრენინგო მასალა მოიცავს AML-ის (ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის) შესახებ, ისეთ საკითხებს, რომლიც ეფუძნება „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონს (შემდგომში - „კანონი“), საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის (შემდგომში - „სფმს“) დებულებებს, საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიულ აქტებს და სახელმძღვანელო დოკუმენტებს, ფინანსურ ქმედებათა შესაბამისი ჯგუფის (FATF) და სხვა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს, რომლებიც დღეისთვის განსაზღვრავენ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო მოქმედებათა სტანდარტებს.
ფულის გათეთრების აღკვეთის ღონისძიებების შემსწავლელი სასერტიფიკატო კურსი
- კანონის მიზანი და გამოყენების სფერო;
- ანგარიშვალდებული პირები და მათი ვალდებულება კანონთან შესაბამისობაში;
- პირის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია;
- ერთჯერადი გარიგება და საქმიანი ურთიერთობის დამყარება მომხმარებელთან;
- პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება და "იცნობდე შენს კლიენტს" სტანდარტი (KYC), KYC განახლება და განახლების დრო;
- კლიენტების რისკის დონის განსაზღვრა რისკზე დამყარებული მიდგომით, რისკის კატეგორიები და მათი რისკის ფაქტორები;
- კლიენტის რისკის დონის გადაფასება;
- პრევენციული ღონისძიებები: გამარტივებული, სტანდარტული და გაძლიერებული;
- იურიდიული პირების სტრუქტურის შესწავლა;
- ბენეფიციარი პირის დადგენა და იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია;
- კლიენტების სქრინინგის პროცესი საერთაშორისო საძიებო სისტემებში;
- პოლიტიკურად აქტიური პირები, მათი ოჯახის წევრები და მათთან ასოცირებული პირების გამოვლენა და მნიშვნელობა AML შესაბამისობასთან;
- საერთაშორისო საფინანსო სანქციები;
- სანქცირებული პირების დადგენა;
- საეჭვო ტრანზაქციების სცენარები და მათი იდენტიფიცირების მექანიზმები;
- საეჭვო ანგარიშგების წარდგენის პროცესი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში;
- მაგალითები და ტესტები.
ეფემია ლორია - AML საკონსულტაციო კომპანია „Context Consulting”-ის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი. წლების მანძილზე მუშაობდა სხვადასხვა უცხოურ ორგანიზაციებსა და პროგრამებში ადმინისტრაციულ და საოპერაციო მართვით პოზიციებზე. |
თამარ რატიანიძე - 15+ წლის გამოცდილება საბანკო და ფინანსურ სექტორში, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციებზე ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლისა და შესაბამისობის რისკების მართვაში. |
- საათების რაოდენობა: 24;
- ჩატარების დრო: 19:00-22:00;
- ჩატარების ადგილი: კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსი.
- ტრენინგის საფასური - 950 ლარი;
- ონლაინ რეგისტრაციის ლინკი.