მიმოხილვა

ახალი კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ განსაკუთრებული პირობების წინაშე დააყენა სამედიცინო სექტორი, ჯანდაცვის სისტემა მთელ მსოფლიოში და გამონაკლისი არც ჩვენი ქვეყანაა. გამოწვევები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პანდემიის პერიოდში, არამედ მის შემდეგაც. პანდემიამ დაგვანახა მთელი რიგი ცვლილებების საჭიროებაც.  მნიშვნელოვანია ის რეფორმები, რომლებიც ჯანდაცვის სისტემაში ხორციელდება და სამედიცინო სექტორს მართვაში სიახლეების შეტანის აუცილებლობისკენ უბიძგებს.

 

ტრენინგი განკუთვნილია სამედიცინო დაწესებულებების მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის.

 

ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის (CUTC) სერტიფიკატს.

 

ტრენინგი მონაწილეებს დაეხმარება სტრატეგიული საკითხების გადაწყვეტაში, სისტემურსა და სიტუაციურ მართვაში, ცვლილებების მართვასა და ორგანიზაციის განვითარებაში, სამუშაო გუნდის ეფექტურობისა და თანამშრომელთა მოტივაციის გაზრდაში. ტრენინგის თემატიკა ასევე შეეხება სამედიცინო მომსახურების ხარისხის  და პაციენტთა კმაყოფილების ძირითად ინდიკატორებს, ახალი პროდუქტის (სერვისის) დანერგვის აქტუალურ საკითხებს.

 

ტრენინგი გაჯერებული იქნება შემთხვევათა სიტუაციური ანალიზით და პრაქტიკული საკითხებით.