მიმოხილვა

2020 წელს გამოვიდა საერთაშორისო სავაჭრო წესების (incoterms) ახალი რევიზია. მასში ასახულია გარკვეული ცვლილებები.  ტრენინგის მიზანია საერთაშორისო ვაჭრობის სხვადასხვა სფეროში და ინსტიტუციაში ჩართული პრაქტიკოსებისათვის ადაპტირებადი ცოდნის გადაცემა სავაჭრო ხელშეკრულებებისა და მათში კონკრეტულად საერთაშორისო სავაჭრო წესების (ინკოტერმსის) გამოყენების, დანიშნულებისა და შეზღუდვების შესახებ.

 

კურსის კონკრეტული მიზნებია:

 

  • მონაწილეებს გააცნოს ინკოტერმსის გამოყენების პრინციპები
  • სავაჭრო გარიგებების შედგენის პრინციპები (ინკოტერმსთან მიმართებაში, წესები, გამონაკლისები)
  • გააცნოს 2010-ისა და 2020-ის გამოცემებს შორის სხვაობა და მიაწოდოს დეტალები ახალი წესების შესახებ

 

კურსის მიზანია მოახდინოს ინკოტერმს 2020-ის შესახებ პრაქტიკული ცოდნის გადაცემა და გამოცდილების გაზიარება (ქეისებისა და ინტერაქტიული სავარჯიშოების გამოყენებით).

 

კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის  (CUTC) სერტიფიკატს.

ტრენინგები ჩატარდება ონლაინ, ზუმ პლათფორმის მეშვეობით.