მიმოხილვა

პროექტის ეფექტური მართვის მიზნით, თქვენთვის საინტერესოა პროექტის მართვის კურსი, რომელიც პასუხობს შემდეგ კითხვებს: როგორ დავგეგმოთ პროექტი? რა საქმიანობებისგან შედგება პროექტი? როგორ განვსაზღვროთ შესაძლო რისკები? როგორ ვუზრუნველყოთ პროექტის ეფექტური მიმდინარეობა? როგორ შევაფასოთ პროექტის შედეგები? და სხვ. 

 

პროექტის მართვის კურსის მიზნები შემდეგია:

 

  • უკეთ გაერკვევით პროექტული მუშაობის კონცეფციასა და მუშაობის მეთოდოლოგიაში
  • გაეცნობით პროექტის დაგეგმვის, ორგანიზებისა და კონტროლის მეთოდებს
  • შეიძენთ პროექტის მართვისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებსა და თეორიას
  • შეძლებთ უზრუნველყოთ პროექტის ეფექტური მონიტორინგის და შეფასების სისტემის შექმნა

 

ვისთვის არის განკუთვნილი აღნიშნული კურსი

 

  • შუა და მაღალი რგოლის ხელმძღვანელებისათვის, რომელთა სამსახურეობრივი მოვალეობა ითვალისწინებს პროექტების მართვას
  • ის ადამიანები, ვინც მომავალში აპირებენ პროექტის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობას
  • ის ადამიანები, რომლებთაც ფრაგმენტულად, მაგრამ მაინც, უწევთ პროექტის ფარგლებში გარკვეული ფუნქციების/დავალებების შესრულება, და შესაბამისად, სჭირდებათ პროექტის შესახებ მეტი ინფორმაცია, ცოდნა და უნარ-ჩვევები