ხანგრძლივობა

პროგრამის ხანგრძლივობა
  • სრული აკრედიტებული პროგრამა - ორთვე-ნახევარი  (230 საათი)
  • აკრედიტებული პროგრამა დაბალ და საშუალო რისკის ობიექტებზე - თვე-ნახევარი (148 საათი)

 

სწავლის შედეგები - პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:

  • იცნობს შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებულ ეროვნულ კანონმდებლობას და საერთაშორისო ნორმებს;
  • აფასებს დასაქმებულებისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკებს;
  • პროფესიული რისკების, სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევების, პროფესიული დაავადებების ან შრომითი საქმიანობის გამო ჯანმრთელობისათვის სხვაგვარი ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხოების პრევენციული ღონისძიებების დანერგვასა და მართვას;
  • ატარებს შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობით გათვალისწინებულ ინსტრუქტაჟებს;
  • ახორციელებს სამუშაო გარემოს მონიტორინგს და სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შესახებ შეიმუშავებს ანგარიშებს და რეკომენდაციებს;
  • უზრუნველყოფს სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემთხვევების რეგისტრაციას, მოკვლევას და ანგარიშგებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

პროგრამის ტრენერები: შოთა ნიჟარაძე, მამუკა ფირცხალავა, ოთარ ქარჩავა, მაია მუშკუდიანი, გენადი კვერენჩხილაძე, სალომე ემუხვარი, ზურაბ შანშაშვილი, ნუგზარ ციხელაშვილი, რატი დოლიძე, ზურა პავლიაშვილი, გიორგი ჯანჯღავა, გოჩა გელაშვილი, გრიგოლ ჭკადუა, თამარ დოლიძე, თეა მაღედანი, ირაკლი არაბიძე, ლაშა სიხარულიძე, ლევანი კაკაჩია, ნინო აშორდია, ფარნაოზ დვალი, ბაია კუბლაშვილი, ირინა წირქვაძე, გიორგი ჩიჩუა.

 

პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს პროფესიული ან უმაღლესი განათლების მქონე პირს.