მაგისტრატურა

როგორ ჩავაბაროთ:

 

  • შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე naec.ge უნდა დააფიქსიროთ თქვენი არჩევანი საერთო სამაგისტრო გამოცდებისათვის რეგისტრაციის დადგენილ ვადებში;
  • წინასწარ უნდა განსაზვროთ რა მიმართულებით გსურთ სწავლის გაგრძელება და შესაბამისად უდნა აირჩიოთ სამაგისტრო ტესტის ტიპი - იხილეთ 2017-2018 სასწავლო წლის ცნობარი.
  • წარმატებით უნდა გაიაროთ საერთო სამაგისტრო გამოცდა;
  • კავკასიის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების სურვილის შემთხვევაში უნივერსიტეტის მიერ დადგენილ ვადაში შესაბამისი სკოლის (ფაკულტეტის) მიმღებ კომისიას უნდა წარუდგინოთ შემდეგი საბუთები:
    • ბაკალავრის დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი
    • სამხედრო მიწერილობის ასლი (ვაჟებისთვის);
    • პირადობის მოწმობის 2 ასლი;
    • 2 ფოტო–სურათი 3x4 (СD-ზე ჩაწერილი ელექტრონული ვერსიაც);
    • შესაძლოა მიმღები კომისიის მოთხოვნით დაემატოს სხვა საბუთებიც
    • იმ შემთხვევაში, თუ უცხოეთში გაქვთ მიღებული ბაკალავრის დიპლომი, ქართულად თარგმნასა და ნოტარიულად დამოწმებასთან ერთად, საჭირო იქნება დიპლომის ნამდვილობის დასკვნაც, რომლის მიღება შეგეძლებათ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (www.eqe.ge).
  • საბუთების წარმოდგენის შემდეგ წარმატებით უნდა გაიაროთ სკოლის მიმღები კომისიის მიერ დანიშნული გასაუბრება ან ტესტირება.
  • საგნებზე რეგისტრაციისა და სხვა საჭირო პროცედურების შესახებ გაგაცნობთ თქვენი პროგრამის აკადემიური მენეჯერი;
  • უნდა გამოცხადდეთ უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ სწავლის დაწყების დღეს.