როგორ ჩავაბაროთ:
- შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე naec.ge უნდა დააფიქსიროთ თქვენი არჩევანი ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის დადგენილ ვადებში - იხილეთ 2018-2019 სასწავლო წლის ცნობარი;
- წარმატებით უნდა გაიაროთ ერთიანი ეროვნული გამოცდა;
- კავკასიის უნივერსიტეტში სწავლის უფლების მოპოვების შემთხვევაში უნივერსიტეტის მიერ დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინოთ:
- სკოლის ატესტატი (ორიგინალი);
- სამხედრო მიწერილობის ასლი (ვაჟებისთვის);
- პირადობის მოწმობის 2 ასლი;
- დაბადების მოწმობის 2 ასლი;
- 2 ფოტო–სურათი 3x4 (СD-ზე ჩაწერილი ელექტრონული ვერსიაც);
- ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ბარათი (დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში შეგიძლიათ დაბეჭდოთ აბიტურიენტის პირადი გვერდიდან);
- დამატებითი ინფორმაციის ფორმა #1 (ჩამოტვირთეთ, შეავსეთ და წარადგინეთ დანარჩენ დოკუმენტებთან ერთად).
- საგნებზე რეგისტრაციასა და სხვა საჭირო პროცედურას გაგაცნობენ საორიენტაციო შეხვედრაზე, რომლის თარიღს და ადგილს შეიტყობთ საბუთების ჩაბარების დროს;
- გამოცხადდეთ უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ სწავლის დაწყების დღეს.