კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს მობილობას 2020-2021 სასწ. წლის შემოდგომის სემესტრისათვის. პროგრამების, ვაკანტური ადგილებისა და ფასების ჩამონათვალი შეგიძლიათ ნახოთ აქ და ელექტრონულ პორტალზე: students.emis.ge
მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე (students.emis.ge) რეგისტრაციის ვადა განსაზღვრულია 2020 წლის 31 ივლისიდან 19 აგვისტოს 18:00 სთ-მდე;
ელექტრონულ პორტალზე მობილობის შედეგების გამოქვეყნების ვადა - 2020 წლის 26 აგვისტო.
მობილობის წესებისა და პროცედურების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 2377777, იხ. კავკასიის უნივერსიტეტის ვებ-გვერდი: ან იხ. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდი.
ელექტრონულ პორტალზე დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტის კავკასიის უნივერსიტეტში გამოცხადების და საჭირო საბუთების წარმოდგენის ვადებია - 26 აგვისტო- 2 სექტემბერი;
უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება, აღიარებული კრედიტების გაცნობა და წერილობითი განცხადებით დადასტურება – 3-9 სექტემბერი;
მობილობით ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვა - 15 სექტემბერი.
საჭირო საბუთებია:
- განცხადება;
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
- სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის სათანადოდ დამოწმებული ასლები;
- სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი);
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- წინა საგანმანათლებლო საფეხურის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიული ასლი (ბაკალავრიატზე მობილობის შემთხვევაში - ატესტატის ნოტარიული ასლი ან დედანი, მაგისტრატურაზე მობილობის შემთხვევაში - ბაკალავრის დიპლომის და დანართის ნოტარიული ასლი, დოქტორანტურაზე მობილობის შემთხვევაში - მაგისტრის დიპლომის და დანართის ნოტარიული ასლი);
- წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
- ცნობა სახელმწიფო გრანტის მინიჭების შესახებ, რომელიც უნდა აიღოთ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, ფანჯიკიძის #1ა (ყოფილი ბუდაპეშტი), ტელ.: 032 2 220 220, ელ. ფოსტა:info@emis.ge