კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს მობილობას 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის.
პროგრამების, ვაკანტური ადგილებისა და ფასების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე ან ელექტრონულ პორტალზე: students.eqe.ge
მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე (students.eqe.ge) რეგისტრაციის ვადა განსაზღვრულია 2019 წლის 17 იანვრის 12:00 საათიდან 01 თებერვლის 18:00 საათამდე;
ელექტრონულ პორტალზე მობილობის შედეგების გამოქვეყნების ვადა - 2019 წლის 06 თებერვალი.
მობილობის წესებისა და პროცედურების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე: 2377777, იხილეთ, კავკასიის უნივერსიტეტის, ან განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდი.
ელექტრონულ პორტალზე დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტის კავკასიის უნივერსიტეტში გამოცხადების და საჭირო საბუთების წარმოდგენის ვადებია 7,8,9,11 თებერვალი
საჭირო საბუთები:
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
- სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა ბრძანების სათანადოდ დამოწმებული ასლები;
- ნიშნების ფურცელი;
- პირადობის ასლი;
- ატესტატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან დედანი;
- სამხედრო მიწერის ასლი (ვაჟებისთვის)
- ორი ფოტოსურათი 3/4 (+ ელექტრონული ვერსია ჩაწერილი CD-ზე);
- ცნობა სახელმწიფო გრანტის მინიჭების შესახებ (უნდა აიღოთ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემების ცენტრში, ფანჯიკიძის # 1 ა (ყოფილი ბუდაპეშტი)