მობილობა 2018-2019 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრისთვის

11 თებერვალი 2019

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს მობილობას 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის.

 

პროგრამების, ვაკანტური ადგილებისა და ფასების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე ან ელექტრონულ პორტალზე: students.eqe.ge

 

მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე (students.eqe.ge) რეგისტრაციის ვადა განსაზღვრულია 2019 წლის 17 იანვრის 12:00 საათიდან 01 თებერვლის 18:00 საათამდე; 

 

ელექტრონულ პორტალზე მობილობის შედეგების გამოქვეყნების ვადა - 2019 წლის 06 თებერვალი. 

მობილობის წესებისა და პროცედურების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე: 2377777, იხილეთ, კავკასიის უნივერსიტეტის, ან  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდი.

 

ელექტრონულ პორტალზე დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტის კავკასიის უნივერსიტეტში გამოცხადების და საჭირო საბუთების წარმოდგენის ვადებია 7,8,9,11 თებერვალი

 

საჭირო საბუთები:

 

  1. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
  2. სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა ბრძანების სათანადოდ დამოწმებული ასლები;
  3. ნიშნების ფურცელი;
  4. პირადობის ასლი;
  5. ატესტატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან დედანი;
  6. სამხედრო მიწერის ასლი (ვაჟებისთვის)
  7. ორი ფოტოსურათი 3/4 (+ ელექტრონული ვერსია ჩაწერილი CD-ზე);
  8. ცნობა სახელმწიფო გრანტის მინიჭების შესახებ (უნდა აიღოთ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემების ცენტრში, ფანჯიკიძის # 1 ა (ყოფილი ბუდაპეშტი)