კახა შენგელიამ ირანში უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის (IAUP) ოფისი გახსნა

26 თებერვალი 2020

25 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ, ირანში, კუნძულ ქიშზე უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის (IAUP) ოფისი გახსნა.

 

გახსნის ცერემონიამდე, კახა შენგელია და კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლები შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ქიშის თავისუფალი ზონის ორგანიზაციაში, სადაც შეხვდნენ დოქტორ მოზაფარს - ქიშის თავისუფალი ზონის ორგანიზაციის პრეზიდენტს, დოქტორ სალიმს - ქიშის თავისუფალი ზონის ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტს განათლების და მეცნიერების დარგში, დოქტორ მოჰამად შარიფ მალექზადეს - ირანის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, ორგანიზაცია სითი ვანის დამფუძნებელსა და მმართველს, რეზა სადეყს - ორგანიზაცია სითი ვანის საერთაშორისო ოპერაციების დირექტორს, დოქტორ ჯაბარს - სასტუმრო მარინას გენერალურ დირექტორს და ქიშის უნივერსიტეტების რექტორებს.

 

შეხვედრაზე დოქტორმა მოზაფარმა კახა შენგელიას IAUP-ის რეგიონალური და გლობალური კონფერენციის ჩატარება შესთავაზა კუნძულ ქიშზე. ასევე, მან აღნიშნა, რომ ამ ოფისის გახსნა ცენტრალური აზიის ქვეყნების უნივერსიტეტების ურთიერთობების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.