CDS-ის დეკანის საგრანტო პროექტის დაფინანსება

5 დეკემბერი 2019

კავკასიის უნივერსიტეტის სადოქტორო სკოლის(CDS) დეკანის, პროფესორ პაატა ბრეკაშვილის პროექტმა - "ხელმძღვანელთა საპასუხო გადაწყვეტილებები ფსიქოლოგიურ კონტრაქტში" საგრანტო დაფინანსება მოიპოვა.

 

პროექტი დაფინანსდა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების 2019 წლის კონკურსის ფარგლებში.

 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩატარდება კვლევა, რომლის მიზანია წვლილი შეიტანოს ფსიქოლოგიური კონტრაქტის თეორიის განვითარებაში რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის შეიქმნას ფსიქოლოგიური კონტრაქტის თეორიის მოდელი ხელმძღვანელთა პერსპექტივის გათვალისწინებით.

 

პროექტი ორწლიანია და მასში კონსულტანტის სახით ჩართულია ოკლაჰომას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლიზა შურერ ლამბერტი.