CSH ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

21 აპრილი 2018

20 აპრილს, კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში ჩატარდა სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა, სადაც სტუდენტებმა წარმოადგინეს სხვადასხვა მოხსენებები, ბარბარიზმების და ტერმინოლოგიის თემატიკაზე.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები: პროფესორი თინათინ მარგალიტაძე - ლექსიკოგრაფიის ცენტრის ხელმძღვანელი და პროფესორი ლია ქაროსანიძე - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტრიტუტის ტერმინოლოგიისა და თარგმნითი ლექსიკოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი. სტუმრებმა მოხსენება წაიკითხეს თემებზე - „თანამედროვე ქართულ ენაში ინგლისური ენის გავლენით მიმდინარე პროცესები“ და „ქართული ენა და ტერმინთშემოქმედება“.