პროექტის „მეტი ევროპა მთაში“ დახურვის ცერემონია

12 თებერვალი 2020

12 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტში,  გაიმართა დახურვის ცერემონია საინიციატივო ჯგუფის პროექტის „მეტი ევროპა მთაში“, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტის პარტნიორობითა და ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

 

ღონისძიების ფარგლებში, პროექტის ადმინისტრაციამ, პროექტი და მისი მსვლელობა შეაჯამა. სიტყვით წარსდგნენ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები, პროექტის დირექტორი დავით გელაძე, კოორდინატორი დავით ესათია და ასისტენტი გიორგი კოტრიკაძე. ასევე, სპიკერები ალექსანდრე ბაციკაძე, ირაკლი სილინი და გიორგი აბულაძე.


პროექტში კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის სტუდენტები, ანი შანიძე, ანა ასლამაზაშვილი და ანანო შეყლაშვილი იყვნენ ჩართულები.

 

„მეტი ევროპა მთაში“ ემსახეურებოდა საქართველოს 4 მუნიციპალიტეტის: მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო ზემო-სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის და სამცხე-ჯავახეთის 47 მაღალმთიან სკოლაში ლექცია-შეხვედრების ჩატარებას, ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის შესახებ. პროექტის ბენეფიციარებს 9-12 კლასის მოსწავლეები შეადგენდნენ.

 

პროექტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა მაღალმთიან რეგიონებში სკოლის მოსწავლეებთან, განურჩევლად სკოლაში არსებული მოსწავლეების რაოდენობისა.

 

პროექტის მიზანი ცნობიერების ამაღლება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის შესახებ, ბრძოლა ანტი-დასავლურ დეზინფორმაციასთან, სტუდენტური პლატფორმის შექმნა და მთაში სამოქალაქო აქტივიზმის გამოცოცხლება იყო.