თაობა XXI - თიბისის სტაჟირების პროგრამა სტუდენტებისთვის

31 ოქტომბერი 2019

თიბისი ბანკმა სტუდენტებისთვის ახალი სტაჟირების პროგრამა დაიწყო. თაობა XXI-ის შესახებ პრეზენტაცია სტუდენტებს თიბისის სათაო ოფისში წარუდგინეს, სადაც მათ სტაჟირების პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

 

სტუდენტებს მათთვის საინტერესო სპიკერების მოსმენა და არაფორმალურ შეხვედრაზე სხვადასხვა მიმართულების ლიდერებისა და თიბისის თანამშრომლების გაცნობის საშუალება ჰქონდათ.

 

პროგრამის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დასაქმდნენ სხვადასხვა მიმართულებით: კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესი, ფინანსები, მარკეტინგი, ადამიანური კაპიტალი, ეჯაილ ტრანსფორმაცია, ინფორმაციული ტექნოლოგიები და ბიზნესის ანალიზი. აპლიკანტები თიბისიში ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამას გაივლიან, 6 თვიდან 1 წლამდე, მათ ლექციებზე მორგებული გრაფიკი ექნებათ და შეძლებენ საკუთარი კარიერა უკეთ დაგეგმონ.

 

სტაჟირების მსურველებმა რეზიუმე უნდა გააგზავნონ ელფოსტაზე: HRinternship@tbcbank.com.ge რის შემდეგაც გაივლიან გასაუბრებას და შეასრულებენ დავალებას მათი შერჩეული მიმართულების მიხედვით.