CU-ს ტური ათენში

4 თებერვალი 2019

22-27 იანვარს  ათენში გაიმართა საგანმანათლობლო ტური, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებმა და ადმინისტრაციამ.

მონაწილეები ესტუმრნენ ქართული კულტურის ცენტრს, სადაც მოისმინეს საჯარო ლექცია ათენზე, ასევე გაეცნენ ათენში მცხოვრებ ქართველებს და მათ შემოქმედებით საქმიანობას.


ტურის ფარგლებში, მათ მოინახულეს ისეთი ღირსშესანიშნავი ადგილები, როგორებიცაა აკროპოლისის მუზეუმი, რომელიც სახელდება მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმების ათეულში; არეოპაგელის ბორცვი, სადაც პავლე მოციქულმა იქადაგა ქრისტიანობა ათენში, ამავე ბორცვზე შედგა პირველი სასამართლო პროცესი.

ასევე, აღსანიშნავია არქეოლოგიური მუზეუმი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მუზეუმად ითვლება, რადგან მოიცავს ანტიკურობის ყველა პერიოდის მასალას, რომაული ეპოქის ჩათვლით.

მოეწყო გასვლითი ექსკურსია ქალაქ დელფოში, რომელიც გამოირჩევა თავისი ისტორიით. აქ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებმა და თანამშრომლებმა მოინახულეს აპოლონის ტაძარი, ათენელთა საგანძური, თეატრი, სტადიონი და რაც მთავარია, დელფოს მუზეუმი, რომელიც მდიდარია უნიკალური და შთამბეჭდავი აღმოჩენებით.

ტურის ბოლო დღეს, ჩატარდა გასვლითი ექსკურსია სუნიოში, რომლიც გამოირჩევა მისი ადგილმდებარეობით, ულამაზესი ხედებითა და მზის ჩასვლის სანახაობით.

თავისუფალ დროს ისინი ათენში სხვადასხვა გასართობ აქტივობებში იყვნენ ჩართულები.