კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონიალი

30 აგვისტო 2020
 

30 აგვისტოს, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა. კურსდამთავრებულებს დიპლომები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ.

 

ღონისძიებას მთავრობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ, მათ შორის იყო პედაგოგთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი შალვა ამონაშვილი, რომელსაც საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.

 

კურსდამთავრებულებს სიტყვით კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ, მოწვეულმა სტუმრებმა და სკოლების დეკანებმა მიმართეს.

 

ღონისძიება სახელმწიფოს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვით ჩატარდა.

 

დიპლომების გადაცემის ცერემონიალი ტრადიციულად ქუდების აყრით და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.