განათლების საერთაშორისო გამოფენა 2017

19 თებერვალი 2017

16-17 თებერვალს, საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია", განათლების საერთაშორისო გამოფენა გაიმართა. გამოფენაში საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად კავკასიის უნივერსიტეტიც იღებდა მონაწილეობას.

კავკასიის უნივერსიტეტი დამთვალიერებლების წინაშე ახალი პროგრამებითა და პრიორიტეტებით წარსდგა.

 

გამოფენის დღეებში, კავკასიის უნივერსიტეტს ჰქონდა წამახალისებელი გათამაშებაც, სადაც მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მოეპოვებინათ 1000, 2000 და 3000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერები.

 
დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვედროდნენ და მათთვის საინტერესო საკითხებზე მიეღოთ ინფორმაცია.

 

წელს კავკასიის უნივერსიტეტი გახდა გამარჯვებული ნომინაციაში "For The Best Stand Design".