მახათას მთის ფერდობის დასუფთავების აქცია

2 ივლისი 2020
2 ივლისს, მახათას მთის ფერდობის მწვანე ზოლის დასუფთავების აქციას კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, სტუდენტები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეუერთდნენ. აქცია ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ორგანიზებით გაიმართა.
 
აქციის მონაწილეებმა ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაასუფთავეს, წლების განმავლობაში დაგროვილი სამშენებლო და სხვა სახის ნარჩენის გატანა კი, სპეციალური ტექნიკის საშუალებით განხორციელდა.   
 
ღონისძიებაში კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, ამავე უნივერსიტეტის სტუდენტები და თანამშრომლები, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე მონაწილეობდნენ.