აკადემიური კეთილსინდისიერების კამპანია CU კამპუსში

11 თებერვალი 2020
                                    

კავკასიის უნივერსიტეტში, ახალი სემესტრიდან, სტუდენტებში, პლაგიატის აღმოფხვრის გზებზე, ცნობადობის გაზრდის მიზნით,  განახლდა კამპანია, რომლის ფარგლებშიც დამზადდა საინფორმაციო ფლაერები, რომლებიც კავკასიის უნივერსიტეტის სხვადასხვა სივრცეში განთავსდა.

 

გარდა ამისა, უნივერსიტეტში, კამპანიის ფარგლებში, დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა, რაც პლაგიატის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

 

კავკასიის უნივერსიტეტში პლაგიატთან დაკავშირებული საკითხები და სანქციები რეგულირდება აკადემიური კეთილსინდისიერების კოდექსით, რომელიც შემუშავებულია ერაზმუს + პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (INTEGRITY)” ფარგლებში.

 

პროექტის მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლების და შეფასების ხარისხის განვითარება, აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით.