სამართლებრივი დებატები კავკასიის უნივერსიტეტში

7 ივნისი 2019

6 ივნისს კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა პროექტის „სამართლებრივი დებატები ამერიკული საპარლამენტო ფორმატით“ ფინალური ეტაპი. პროქტში გამარჯვება მოიპოვა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა. გუნდის წევრებს, გიორგი ლაზარიაშვილსა და ბადრი გრიგალაშვილს კავკასიის უნივერსიტეტისგან საჩუქრად გადაეცათ სამართლის სამაგისტრო პროგრამის 1000-1000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი.

 

პროექტი კავკასიის უნივერსიტეტში მიმდინარეობდა რამდენიმე ეტაპად:

I ეტაპი - ტრენინგი პოლიტიკურ იდეოლოგიებში

II ეტაპი - ტრენინგები უახლეს სასესხო რეგულაციებთან და საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით.

III ეტაპი - ტრენინგები დებატების ფორმატში

IV ეტაპი - დებატების ტურნირი

 

დებატების ტურნირში მონაწილეობას იღებდა 2 სტუდენტისგან შემდგარი 14 გუნდი, რომელთაგან ნახევარფინალში გადაინაცვლა 4-მა გუნდმა. მონაწილეებს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ უნივერსიტეტისგან საჩუქრები გადასცა.

 

პროექტი განხორციელდა ა(ა)იპ ჯეი ენდ თი ქონსალთინგის სასწავლო ცენტრის (J&T Consulting Educational Center) ორგანიზებითა და კავკასიის უნივერსიტეტის მხარდაჭერით.