სიმონ ჯანაშიას ვებინარი დისტანციური და შერეული სწავლების შესახებ

20 ივლისი 2020

 

                                                      

 

17 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრის ორგანიზებით, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა სიმონ ჯანაშიამ ჩაატარა ვებინარი თემაზე: საუნივერსიტეტო დისტანციური და შერეული სწავლების  დაგეგმვა და განხორციელება. 

 

სიმონ ჯანაშიამ ისაუბრა შინაარსის, დავალებების, სინქრონული და ასინქრონული სასწავლო პროცესის დაგეგმვის შესახებ. მან ასევე იმსჯელა სტუდენტთა მოტივაციის გამომწვევ ფაქტორებსა და მათი შეფასების საკითხებზე. მომხსენებელმა მიმოიხილა ისეთი ინსტრუმენტები, რომლებშიც დისკუსიების წარმართვის, უკუკავშირის გაცემისა და აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვის მეტი შესაძლებლობებია.

 

მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტს აქვს შემუშავებული აკადემიური კეთილსინდისიერების კოდექსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროექტის - „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (INTEGRITY)“ ფარგლებში.

 

ვებინარი წარიმართა ინტერაქტიული ფორმატით, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ესაუბრათ საკუთარ გამოცდილებაზე, კერძოდ, იმ გამოწვევებზე, რაც მათ პანდემიის დროს ონლაინ ლექციების ჩატარების დროს ჰქონდათ.