პირველკურსელთა წვეულება

4 სექტემბერი 2016

4 სექტემბერს, კლუბში "ანდერვილი" კავკასიის უნივერსიტეტმა პირველკურსელთათვის გამართულ წვეულებას უმასპინძლა. ღონისძიება, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა, ყოველ წელს განსხვავებული ფორმატით იმართება.

 

მისასალმებელი საღამოს დასაწყისში სტუდენტებს სიტყვით უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ მიმართა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ წვეულების გასართობი ნაწილი დაიწყო. საღამოს მუსიკალურ გაფორმებაზე ბენდმა "ნიუტონი" იზრუნა. 

 

დღის ბოლოს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა პირველკურსელებთან ერთად სადღესასწაულო ტორტის პირველი ნაჭერი ჩამოჭრა და ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა. საღამოს ოფიციალური ნაწილი ფეიერვერკით დასრულდა.

 

"Welcome Party" გვიანობამდე დიჯეი-მუსიკით გაგრძელდა.