კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაციამ საერთაშორისო განათლების ეროვნული ასოციაციის (NAFSA – National Association of International Educators) ყოველწლიურ გამოფენა-კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, სან დიეგოში, გაიმართა.
კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაციამ საერთაშორისო განათლების ეროვნული ასოციაციის (NAFSA – National Association of International Educators) ყოველწლიურ გამოფენა-კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, სან დიეგოში, გაიმართა.
28 მაისს და 2 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში, ეკონომიკის სკოლის ასისტენტ პროფესორის მედეა ზურაბიშვილის ინიციატივით, ეკონომიკის სკოლაში ჩატარდა ორდღიანი ლექცია-ტრენინგი თემაზე - ბიზნესის საგადასახადო გარემო საქართველოში.
კავკასიის ბიზნესის სკოლაში, 28 მაისი -1 ივნისის პერიოდში, MBA პროგრამის ფარგლებში ჩატარდა კურსი – „ინოვაციების მართვა“.
2025 წლის 31 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიმართა კავკასიის ბიზნესის სკოლის მე-7 სტუდენტური სასკოლო სამეცნიერო კონფერენცია.
30 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა სახელმწიფო მართვის სკოლის რიგით XVI სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია.
29 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიმართა პირველადი დახმარების კონკურსი, მედიცინით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის.
კავკასიის უნივერსიტეტმა Rainmaking-ის თანადამფუძნებელს და CEO-ს კარსტენ კოლბეკს და წამყვანი საერთაშორისო აქსელერატორის Startupbootcamp-ის წარმომადგენელს, სარა გრიპპეის უმასპინძლა.
თურქეთში, ქალაქ ანკარაში, საქართველოს საელჩოში გაიმართა CU-ის პრეზიდენტის, კახა შენგელიას, ავტორობით გამოცემული წიგნის „საქართველოს ისტორია“ ოფიციალური პრეზენტაცია, რომელიც თურქულ ენაზე ითარგმნა.
აშშ-ში, ნიუ ჯერსის შტატში, NJCU (ნიუ ჯერსი სითი უნივერსიტეტმა) მასშტაბური კურსდამთავრებულთა ცერემონია გამართა, რომელშიც კავკასიის უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების ერთობლივი 3 წლიანი პროგრამის პირველი კურსდამთავრებულები იღებდნენ მონაწილეობას.
კავკასიის სამართლის სკოლა აცხადებს კონკურსს პროფესორის, ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ-პროფესორის თანამდებობების დასაკავებლად.
30 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიმართა მედიის სკოლის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია.
მედიის სკოლის შიდა სასკოლო სამეცნიერო კონფერენცია ეძღვნება სტუდენტების აკადემიური-კვლევითი უნარების განვითარებასა და პროფესიული სპეციალიზაციის ხელშეწყობას.
კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის აფილირებულმა ასოცირებულმა პროფესორმა მაია მაჭავარიანმა, მოწვეული სპიკერის სტატუსით, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ნეირომეცნიერების სკოლის ლექციათა ციკლში, მოხსენებით ,,How Brain Chemistry shapes Emotions, Cognition, and Behavior".
30 მაისს, კავკასიის სამართლის სკოლაში, სტუდენტებისთვის გაიმართა იმიტირებული სამედიაციო პროცესი სახელწოდებით ,, მედიაცია - მოლაპარაკების ტექნიკა იურისტებისათვის '’.
29 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში, ტურიზმის სკოლის მოწვეულმა ლექტორმა, ტურიზმის დოქტორანტმა, ლალი ოქროშიძემ, ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე, ,,საქართველოს ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ზოგიერთი ასპექტი“.
28 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში „ვალერი თელიას სახელობის კავკასიის უნივერსიტეტის ნარდის ჩემპიონატი“ ჩატარდა.
28 მაისს, CU-ში ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის თანამშრომლობის ფარგლებში „მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) ინოვაციის აქსელერაციის პროგრამა ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის“ მესამე ბანაკი გაიმართა.
გავლენიან საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში Polish Annals of Medicine გამოქვეყნდა კავკასიის უნივერსიტეტის და აკად. გ. ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ერთობლივი კვლევის შედეგები “Assessment of right ventricular function in healthy people using tissue Doppler imaging”.
19-23 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა ერაზმუს+ აკადემიური მობილობის ფარგლებში, როვირა და ვირგილის უნივერსიტეტის, ესპანეთი, ტურიზმის ფაკულტეტის წარმომადგენლებს - ოსკარ სალადიე ბორრაზს და სალვადორ ანტონ კლეივს უმასპინძლა.
28 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა, IE უნივერსიტეტის (ესპანეთი) წარმომადგენლებს უმასპინძლა.
მაისში, კავკასიის უნივერსიტეტის კიბერ უსაფრთხოების ცენტრის ბაზაზე, დაიწყო საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი: „ახალგაზრდა შეღწევადობის ტესტერების უნივერსიტეტი“, რომლის ავტორებია კავკასიის უნივერსიტეტი და სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაცია.