მიმოხილვა

პროგრამის ხანგრძლივობა: 2 წელი

სპეციალობ: ფინანსები

სწავლების ენა: ქართული 

მისანიჭებელი ხარისხი: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი ფინანსებში

 

აღნიშნულის მიღწევის მიზნით კურსდამთავრებულებს ექნებათ შემდეგი სახის დარგობრივი და ზოგადი კომპეტენციები:

 

  • ბიზნესის ადმინისტრირების ფუნქციონალური მიმართულებების ღრმა თეორიული ცოდნა და ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
  • მმართველობითი ფუნქციებისა და როლების განხორციელებისას კონცეპტუალური, სისტემური და სტრატეგიული ხედვის, მიზნების და ამოცანების ჩამოყალიბების, პრობლემების დანახვის, მათი კომპლექსურად გაანალიზების და არგუმენტირებული დასკვნების საფუძველზე ლოგიკური გადაწყვეტილების მიღების  უნარი;
  • ეფექტური ორაგანიზაციული სტრუქტურის და კორპორატიული კულტურის ჩამოყალიბების, გუნდური მუშაობის და ინტერპერსონალური ურთიერთობების ხარისხიანად წარმართვის, დარგობრივი და სხვა სფეროს წარმომადგენლებთან ეფექტური კომუნიკაციის (წერილობითი/ვერბალური)უნარი;
  • თანამედროვე ტექნოლოგიების და კვლევის მეთოდების გამოყენებით კვლევების დაგეგმვის და განხორციელების უნარი;
  • კონკურენტულ და სწრაფად ცვალებად გარემოში ადაპტაციის, კრიტიკული აზროვნების, საკითხებისადმი შემოქმედებითი მიდგომის, თვითგანვითარების, დასახული მიზნების მიღწევის, დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის, დროული და ეთიკური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;

 

პროგრამის კურსდამთავრებულთა დასაქმება შესაძლებელია შემდეგი მიმართულებებით:

 

  • ბიზნესის მართვა, განვითარება, ანალიტიკა;
  • ფინანსების დაგეგმვა, მართვა, მონიტორინგი;
  • ფინანსური რეპორტინგი, ანალიზი, პროგნოზირება;
  • ბიუჯეტირება და კონტროლი;
  • კორპორაციული საბანკო მომსახურება;
  • საკრედიტო და საოპერაციო რისკების მართვა;
  • სტრატეგიული პროექტების დაგეგმვა და მართვა;
  • საოპერაციო პროცესების დაგეგმვა და მართვა;
  • ინვესტორებთან ურთიერთობა და ფინანსური რესურსების მოზიდვა;
  • ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა;