მიღების წესები

კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა ბაკალავრის ხარისხი და ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება, სტუდენტის აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის შესახებ.

 

პროგრამაზე ჩასარიცხად აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს ინგლისური ენის B1  დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი, ან ამ ცოდნის დადასტურება უნდა შეძლოს დიპლომის დანართით, ან გაიაროს ინგლისურ ენაში შიდასაუნივერსიტეტო გასაუბრება/ტესტირება, რომლის შეფასების კრიტერიუმები დგინდება წინასწარ, სკოლის საბჭოს მიერ. აპლიკანტები, რომლებსაც დასრულებული აქვს ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან/და სამაგისტრო პროგრამები, თავისუფლდებიან აღნიშნული სერტიფიკატის და შიდასაუნივერსიტეტო გასაუბრება/ტესტირების ვალდებულებისაგან.

 

სწავლების საფასური: პროგრამის სრული ღირებულებაა 9, 900 ლარი. საფასურის გადახდა ხდება სემესტრულად, აღებული კრედიტების შესაბამისად.

 

გადახდის პირობები

კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის სამაგისტრო პროგრამების სრული ღირებულება 9900 ლარი. სწავლის საფასურის გადახდა ხდება სემესტრულად, აღებული კრედიტების შესაბამისად.

 

CU გრანტი ეს არის 50%-იანი დაფინანსება სამაგისტრო პროგრამის სრულ ღირებულებაზე, რომლის მოპოვება შესაძლებელია, თუ თქვენ:

- ხართ/იქნებით ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული
- და გაქვთ ბაკალავრიატის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი.
 
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის წლიური ღირებულება შეადგენს:
 
 
CU სტანდარტული გადასახადი CU გრანტის მოპოვებისას CU და სახელმწიფო გრანტის მოპოვებისას
 4 950 ლარი 2 475 ლარი  1 350 ლარი 

 

იმ შემთხვევაში თუ კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს არ აქვს GPA (3,5 და მეტი), ის მიიღებს სრული პროგრამის 10%-იან დაფინანსებას.