ნატა კვიწინაშვილის საჯარო ლექცია - „დაინახე ბრმა წერტილები ბაზარზე“

6 დეკემბერი 2019

4 დეკემბერს, კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლამ დაგეგმილი საჯარო ლექციების ციკლის ფარგლებში სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის მეორე საჯარო ლექცია გამართა.

 

ლექცია წაიკითხა ანალიზისა და კონსულტაციის გლობალური ჯგუფის „ეისითი“-ს პარტნიორმა, მარკეტინგული კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა - ნატა კვიწინაშვილმა თემაზე - „დაინახე ბრმა წერტილები ბაზარზე“, რომლის ფარგლებშიც ყურადღება გამახვილდა მარკეტინგული კვლევის, შესაძლებლობების აღმოჩენისა და ბრენდინგის მნიშვნელობაზე.

 

შეხვედრის ბოლოს, სტუდენტებმა სპიკერს კითხვები დაუსვეს. ლექციების ციკლი ტარდება კავკასიის უნივერსიტეტსა და „ეისითის“-ს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.