პროგრამის სტრუქტურა

კლინიკური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა მოიცავს 120 ECTS კრედიტს, წელიწადში – 60 ECTS კრედიტს, სემესტრში – 30 ECTS კრედიტს. შესაბამისად, სამაგისტრო პროგრამის სტანდარტული  ხანგრძლივობა შეადგენს 2 წელს (დასაშვები ხანგრძლივობა 5 აკადემიური წელი). სასწავლო წელი აგებულია სემესტრული პრინციპით. სემესტრი მოიცავს 19 კალენდარულ კვირას (21 კვირას-დამატებითი გამოცდის შემთვევაში) შესაბამისად სასწავლო წელი დაგეგმილია 38 კალენდარულ კვირაზე (42 დამატებითი გამოცდის შემთხვევაში).

 

1 ECTS კრედიტი უდრის 25 კრედიტ–საათს, რაც მოიცავს, როგორც სტუდენტის საკონტაქტო დატვირთვის დროს (ლექცია, სემინარი, პრაქტიკუმი და სხვა), ასევე მისი დამოუკიდებელი მუშაობის დროს (შუალედური და საბოლოო შეფასებისათვის, აგრეთვე საშინაო დავალების მომზადებისა და პრეზენტაციისათვის განკუთვნილ კრედიტ–საათს).    

 

120 ECTS კრედიტიდან პროგრამაში 100 ECTS კრედიტი ეთმობა დარგობრივ და პროფესიულ სავალდებულო საგნებს და კვლევით კომპონენტს, ხოლო დარჩენილი 20 ECTS კრედიტი ეთმობა  დარგობრივი და პროფესიული არჩევითი საგნებს.

 

მოდული - დარგობრივი და პროფესიული სავალდებულო საგნები

კლინიკური ფსიქოლოგია

პიროვნული აშლილობები

ფსიქიატრიის საფუძვლები

ემოციების ფსიქოლოგია

ფსიქოდიაგნოსტიკა და ფსიქოლოგიური პორტრეტირების ტექნიკა

კვლევითი მოდული

ფსიქოლოგიური კვლევის დაგეგმვა და ჩატარება 

მათემატიკური სტატისტიკის მეთოდების გამოყენება კვლევის მონაცემების დასამუშავებლად

სამაგისტრო ნაშრომი

მოდული - ფსიქოლოგიური კონსულტირება და ფსიქოთერაპიის საფუძვლები

ფსიქოკონსულტირება

ფსიქოსომატიკა

მოსაზღვრე მდგომარეობათა  ფსიქოკონსულტირება

ფსიქოთერაპია

მოდული სასამართლო და კრიმინოლოგიური ფსიქოლოგია

კრიმინოლოგიური ფსიქოლოგია 

ადიქტოლოგია 

სასამართლო ფსიქოლოგია 

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი

დარგობრივი და პროფესიული საერთო არჩევითი საგნები

პროფესიული პრაქტიკა   

ეგზისტენციალური ფსიქოთერაპია და კონსულტირება

კოგნიტურ-ქცევითი ფსიქოლოგია

რორშახის ტექნიკა

ფსიქოსინთეზი: თეორია და პრაქტიკა

ფსიქოთერაპიის პროცესი

ფსიქოლოგია პენიტენციურ სისტემაში

პროფესიული ტრენინგის ჩატარების პრინციპები და მეთოდები

სამართალმცოდნეობის საფუძვლები