პროგრამის მიმოხილვა

ინგლისური ფილოლოგია: მისანიჭებელი კვალიფიკაცია - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი ინგლისურ ფილოლოგიაში

 

ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მიზანია თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ცოდნისა და პროფესიული უნარების მქონე ინგლისური ფილოლოგიის სპეციალისტების მომზადება.

 

პროგრამით გათვალისწინებული სპეციალობის თუ ზოგადი საუნივერსიტეტო საგნები სტუდენტს საშუალებას მისცემენ, გაიღრმავოს ზოგადი განათლება და მიიღოს შესაბამისი ცოდნა მის მიერ არჩეულ დარგში, გაიუმჯობესოს ან სრულყოს ინგლისური ენის ფლობა. მას შეეძლება ჩამოყალიბდეს როგორც მეცნიერ-მკვლევარი, თარგმანმცოდნე, თარგმანის კრიტიკოსი, მთარგმნელი/თარჯიმანი, ან ლიტერატურათმცოდნე. ასევე, სურვილის შემთხვევაში, წარმატებით განაგრძოს სწავლა სამაგისტრო საფეხურზე ჰუმანიტარული თუ სოციალური მეცნიერებების მიმართულებით.