პროგრამის მიმოხილვა

PR-ის - საზოგადოებასთან ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა

 

 

რა არის ჩვენთან განსხვავებული? თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების სინთეზი; დასავლეთის უნივერსიტეტების პრაქტიკის გათვალისწინებით შედგენილი პროგრამები; წარმატებული და დასავლური განათლების მქონე პრაქტიკოსები ლექტორებად; სწავლის პროცესში თითოეული სტუდენტის ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინება; საერთაშორისო გაცვლები; მედიის სკოლის კურსდამთავრებულთა დასაქმება.

 

ჩვენი ამოცანაა, რომ თქვენ მიიღოთ უნივერსალური განათლება და პროფესიული უნარები; ჩვენი მიზანია, თქვენ ფლობდეთ ახალ ტექნოლოგიებს: ხედავდეთ, ქმნიდეთ, ცვლიდეთ; ჩვენი პირობა - თქვენ შეძლებთ იყოთ გამორჩეულები.

 

პროგრამის დასრულების შემდეგ გენიჭებათ სოციალური მეცნიერებების ბაკალავრის ხარისხი.

 

ამ პროგრამაზე თქვენ სიღმისეულად ისწავლით: ფსიქოლოგიას, სოციოლოგიური კვლევის მეთოდებს,  საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიებსა და ტაქტიკას, პიარ ტექნოლოგიებს ყველა სფეროსთვის, მარკეტინგსა და რეკლამას. შესაბამისად, შეგეძლებათ დასაქმდეთ კომუნიკაციების მიმართულებით, ნებისმიერ სფეროში.