ახალი მედიის პროექტები

 

 

2014-15 წლების ნამუშევრები

 


II კურსის ფინალური პროექტები ახალი მედიის კლასში. ლექტორი თინათინ დვალიშვილი.

 
 

 

2011-12 წლების ნამუშევრები

კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის მეოთხე კურსის სტუდენტებმა საკუთარი ნამუშევრებით ახალი სასწავლო ბლოგი შექმნეს. „კონფლიქტების გაშუქების“ კლასის ფარგლებში მათ გასულ კვირას იმიტირებული ომის – იგივე ”სტრაიკბოლის” გაშუქება დაევალათ. მოპოვებული მასალის გამოყენებით ორი რეპორტაჟი, ერთი ფოტორეპორტაჟი და ხუთი სტატია მომზადდა. 

თამაშის წესების თანახმად, ერთმანეთს ორი დაჯგუფება დაუპირისპირდა. სცენარის მიხედვით, მიტოვებულ სოფელ ძველ ვეძისში, სამხედროთა პატრულირების გადაღებისას, ჟურნალისტთა ერთი ნაწილი ტყვედ ჩავარდა. მათ დასახსნელად დაჯგუფება „ლეგიონმა“ მოწინააღმდეგეთა თავშესაფარი შტურმით აიღო და ჟურნალისტები გაათავისუფლა. სცენარში იყო მწვავე ეპიზოდებიც: შტურმის დროს ერთი ჟურნალისტი დაიჭრა, თუმცა ”სტრაიკბოლის” წესებით, ტყვიებიც და ხელყუმბარებიც უსაფრთხოა. საბოლოო ჯამში, ხელოვნურად შექმნილ კონფლიქტურ გარემოში მუშაობამ სტუდენტებს კარგი გამოცდილება მისცა. 

კონფლიქტების გაშუქების კლასს ნინო ჟიჟილაშვილი და გიორგი ცხვიტავა ხელმძღვანელობენ. ფინალურ პროექტებს სტუდენტები პოსტ–კონფლიქტური ზონის სოფლებიდან მოამზადებენ.

ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე CSM Study Zone 
 
WARNING: ბლოგზე გამოქვეყნებული ყველა მასალა იმიტირებულია!
 

 

2010-11 წლების ნამუშევრები

 

III კურსის ნამუშევარი

ბლოგი ინტერნეტ მისამართზე - https://csmcom3.wordpress.com - მედიის სკოლის მესამე კურსის სტუდენტებმა, ინტერნეტ ჟურნალისტიკის კურსის ფინალური გამოცდისთვის შექმნეს. პროდუქტი კლასის ჯგუფური მუშაობის შედეგია. კურსს ხელმძღვანელობდა ჟურნალისტი ნატა ამაღლობელი. დაათვალიერეთ ჩვენი სტუდენტების ნამუშევარი და გამოგვეხმაურეთ მისამართზე  csm@cu.edu.ge

აქვე გეტყვით, რომ ახალი მედია ტექნოლოგიების სწავლება CSM -ის პრიორიტეტთა შორის არის. ინტერნეტ-ჟურნალისტიკის, იგივე ახალი მედიის კურსის ფარგლებში, მედიის სკოლის სტუდენტები სწავლობენ, როგორ გამოიყენონ ინტერნეტის შესაძლებლობები ჟურნალისტური კვლევისა და მასალის გამოქვეყნებისთვის; იაზრებენ იმ შესაძლებლობებს და მახასიათებლებს, რომელსაც ინტერნეტი იძლევა, როგორც ახალი მედია; უყალიბდებათ საბაზისო უნარები იმისთვის, რომ როგორც ჟურნალისტებმა იმუშაონ ონლაინ-გამოცემისთვის; ეცნობიან ჟურნალისტური თხრობის ახალ ფორმებს და მეთოდებს, ეჩვევიან ბლოგების შექმნას, სოციალურ ქსელებში აქტივობას, უყალიბდებათ მულტიმედია ჟურნალისტიკაში სამუშაოდ საჭირო ჩვევები და უნარები.

IV კურსის ნამუშევრები

საინტერესო პროექტებით დასრულდა ვებ–გამოცემა "ნეტგაზეთის" მთავარი რედაქტორის, ჟურნალისტ ნესტან ცეცხლაძის „ახალი მედიის“ კლასი.  IV კურსის თითოეულმა სტუდენტმა კურსის ბოლოს, საკუთარი ინტერესების მიხედვით შექმნა ინდივიდუალური ბლოგი. შეგიძლიათ ეწვიოთ ამ ბლოგებს.


» ნინი აბულაძე-“ბლოგი ახალგაზრდა, ჯერ–ჯერობით უცნობი რეჟისორის შესახებ“ 
» ნინო კვირკვია-„2სული“
» ბექა ადამაშვილი-„სენსი TV, როგორ გავხდეთ პოპულარული 1 კვირაში“
» მარიკა ეჯიბია- „მელოდიური ამბები“
» ლიკა ჩხიკვაძე-„გაიცანით უცნობი ფოტოგრაფები“
» თაკო ბეჟაშვილი-„მოგზაურის დღიურები“
» გვანცა ფოცხვერია-„წიგნის სახლი“
» მარიამ ყანჩაველი-„თქვენი ფსიქოლოგი“
» ნიკო ჩეჩელაშვილი-„ქართული თანამედროვე მხატვრობა”
» სოფო მაისურაძე- „უთხარი მსოფლიოს...“ 
» სესილი ჯღარკავა-„ლიტერატურული ბლოგი“
» ნინო კაიშაური-„თუ გაქვს დრო და ხარ კრეატიული“
» ქეთო საბანაძე-„A Simple Collection of my Recipes“ 
» როზა დევნოზაშვილი-„შეარჩიე, შეიძინე, მზით გაცვითე...“
» ნათია მატარაძე-„აღმოაჩინე საინტერესო კოლექციები“
» სოფო ჩადუნელი-„Listen to the Music“
» სალომე კანდელაკი-„ყველაფერი ფილმების შესახებ” 
» ნინი სანაია-„თბილისის კლუბები, სიახლეები“
» სალომე მურვანიძე-„onfacebook”
» ნინო სამნიაშვილი-„იაფი სამოსი“
» ანი კანკია-„– 18“
» თათია ბერიაშვილი-„ზაფხული 2011"