ტექნოლოგიების სკოლა

კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა


კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა (CST) 2008 წელს დაარსდა.

კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა გთავაზობთ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შექმნილ მაღალი დონის აკადემიურ პროგრამებს, რომლებიც ადგილობრივი თუ საერთაშორისო შრომითი ბაზრის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ.

ამჟამად, სკოლაში ნოვატორული მიდგომით შექმნილი სამი საბაკალავრო პროგრამაა: კომპიუტერული ტექნოლოგიები(ინფორმატიკა), ტელეკომუნიკაცია და არქიტექტურა.

კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა ასევე გთავაზობთ სამაგისტრო პროგრამას -ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტში. პროგრამის შემუშავებისას გათვალისწინებულია პარტნიორი უცხოური უნივერსიტეტების დარგის წამყვანი სპეციალისტებისა და პროფესორების რეკომენდაციები.

ავკასიის ტექნოლოგიების სკოლა სტუდენტებს სთავაზობს დამატებითი სპეციალობის პროგრამას (Minor) – „პროგრამირება".
დამატებითი სპეციალობის (Minor) პროგრამის გავლის უფლება აქვთ:
• ტელეკომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს;
• კავკასიის უნივერსიტეტის იმ საბაკალარო პროგრამის სტუდენტებს, რომელიც ითვალისწინებს დამატებითი სპეციალობის (Minor) გავლის შესაძლებლობას.

დამატებითი სპეციალობის მისაღებად სტუდენტმა უნდა გაიაროს ქვემოთ მითითებული საგნები, სულ 38 ECTS.
სავალდებულო (15 ECTS):
• პროგრამირების საფუძვლების I – 5 ECTS;
• პროგრამირების საფუძვლები II – 5 ECTS;
• ვებ-ტექნოლოგიები I - 5 ECTS;

7 არჩევითი საგნიდან 4 საგანი (23 ECTS):
• ვებ-ტექნოლოგიები II - 5 ECTS;
• მონაცემთა ბაზები - 5 ECTS;
• ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება - 5 ECTS;
• .NET ტექნოლოგიები - 6 ECTS;
• კომპიუტერული თამაშების პროგრამირება I - 6 ECTS;
• კომპიუტერული თამაშების პროგრამირება II - 6 ECTS;
• პროგრამირების პარადიგმები - 6 ECTS;

ჩვენი გუნდი მუდმივად მუშაობს იმაზე, რომ ახალი, თქვენთვის საინტერესო პროგრამები შემოგთავაზოთ და სწავლისათვის საჭირო კომფორტული პირობები შეგიქმნათ.