მიღების წესი
კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობას წარმოადგენს:
- საერთო სამაგისტრო გამოცდა
- ტესტირება ინგლისურ ენაში და გასაუბრება (ტესტის ნიმუში და გასაუბრების ფორმატი)
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- შევსებული online აპლიკაცია (მასთან ერთად სამოტივაციო წერილი, სადაც უნდა აღწეროთ თუ რატომ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი ამ პროგრამაზე სწავლა და როგორ დაგეხმარებათ იგი პროფესიულ ზრდაში, CV და ფოტოსურათი)
- ნოტარიულად დამოწმებული დიპლომის და ნიშნების ფურცელის ასლი ან უმაღლესი სასწავლებლის მიერ გაცემული ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ
- უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომი უნდა იყოს დამოწმებული აპოსტილით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ
- უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტ(ებ)ი უნდა წარმოადგინოთ ქართულად თარგმნილი და დამოწმებული ნოტარიულად
- პირადობის მოწმობის ასლი
- სარეკომენდაციო წერილი
- სამხედრო მიწერის ასლი (ვაჟებისთვის)
- ორი ცალი ფერადი ფოტოსურათი 3X4
- საერთო სამაგისტრო გამოცდის საგამოცდო ბარათი
თარიღები:
- საბუთების მიღება: 25 აგვისტოდან დან 8 სექტემბრამდე. ოთახი A2
- გასაუბრება: 11 სექტემბერი, 2020;
- ტესტირება ინგლისურში - 10 სექტემბერი, 2020
გადახდის პირობები
სწავლის საფასურის გადახდა ხდება სემესტრულად, რეგისტრირებული საგნების კრედიტების შესაბამისად.
მაგისტრატურაში სწავლის დაფინანსება სახელმწიფო გრანტთან ერთად შეგიძლიათ CU გრანტით, რომელიც გულისხმობს 50%-იან დაფინანსებას პროგრამის სრულ ღირებულებაზე.
CU გრანტის მოპოვების ორი შესაძლებლობა არსებობს:
- თუ ხართ/იქნებით ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული და გაქვთ ბაკალავრიატის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი
- თუ საერთო სამაგისტრო გამოცდაზე დააგროვებთ 90 000 საგრანტო ქულაზე მეტს
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის წლიური ღირებულება შეადგენს:
CU სტანდარტული გადასახადი | CU გრანტის მოპოვებისას | CU და სახელმწიფო გრანტის მოპოვებისას |
4 950 ლარი | 2 475 ლარი | 1 350 ლარი |
იმ შემთხვევაში თუ კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს არ აქვს GPA (3,5 და მეტი), ის მიიღებს სრული პროგრამის 10%-იან დაფინანსებას.