პროგრამის მიმოხილვა

რატომ სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამა – რა მოიაზრება მასში?

საგანმანათლებლო პროგრამაში მოიაზრება მაღალი კლასის პროფესიონალთა – მკვლევარ თეორეტიკოსთა და უნიკალური იურიდიული პრაქტიკის მქონე სპეციალისტთა გუნდი, რომელთა მიზანია მცირე დროში დამსაქმებელს შესთავაზოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე იურისტთა ახალი თაობა.

კავკასიის სამართლის სკოლის მაგისტრატურაში მოქმედებს ქართულ-ევროპული ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა. აღნიშნულ პროგრამებზე სტუდენტი კანონმდებლობით გათვალისწინებულ 60 კრედიტს აგროვებს კავკასიის სამართლის სკოლაში, ხოლო დარჩენილ 60 კრედიტს – ტალინის ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ან ზაარლანდის უნივერსიტეტის ევროპის ინსტიტუტში, შედეგად კი იღებს სამართლის მაგისტრის ხარისხის დამადასტურებელ 2 დიპლომს.

სამართლის სკოლის სამაგისტრო პრაგრამის სტუდენტები სამაგისტრო პროგრამის ზოგადსაუნივერსიტეტო და ინგლისურენვანი კომპონენტიდან გაივლიან ინგლისურენოვან საგნებს, რაც მათ სამართლებრივი ინგლისურის ცოდნის გაღრმავებაში შეუწყობს ხელს.

კავკასიის სამართლის სკოლა გამოირჩევა სამართლის კლინიკების მრავალფეროვნებით. მაგისტრანტს შესაძლებლობა აქვს პრაქტიკული სწავლება გაიაროს როგორც საჯარო, ასევე კერძო ორგანიზაციებში, აღნიშნულის გარდა სამართლის სკოლა სტუდენტს შესაძლებლობას აძლევს პრაქტიკული სწავლება განახორციელოს გერმანიაში, ბრემენის მიწის სასამართლოსა და ატლანტის (აშ.შ. ჯორჯიის შტატი) ცნობილ იურიდიულ კომპანიაში.

კავკასიის სამართლის სკოლაში სამართლის სამაგისტრო პროგრამა  ფუნქციონირებს თბილისსა და ბათუმში.